თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას - აშშ იძულებულია გამოიყენოს ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ

ივანიშვილი ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და საბოტირებს ევროატლანტიკურ არჩევანს და აშშ იძულებულია გამოიყენოს ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავამ ისაუბრა საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ეზრა ზეიას მიერ გაკეთებულ განცხადების შესახებ.

„ეზრა ზეია, რომელსაც ჩვენ გუშინ შევხვდით არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე კონკრეტულად დემოკრატიის მიმართულებით და ბუნებრივია, მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ძირს უთხრის დემოკრატიას, რამაც გამოიწვია ცვლილება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში. ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დამატებითი ფინანსური დახმარება, გაღრმავებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ნაცვლად ამისა, სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილი ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და საბოტირებს ევროატლანტიკურ არჩევანს, აშშ იძულებულია გამოიყენოს ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება