გიორგი ბოტკოველი - ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქალაქში, თითოეულ მოქალაქესთან შეხვედრა და გაზიარება იმისა, როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება, როგორ გავხადოთ ქვეყანა ერთხელ და სამუდამო ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქალაქში, თითოეულ მოქალაქესთან შეხვედრა და გაზიარება იმისა, თუ როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება, როგორ გავხადოთ ქვეყანა ერთხელ და სამუდამო ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამ ყველაფერში წნორელების, კახელების და საქართველოს თითოეული მოქალაქის როლი იქნება ძალიან დიდი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მათივე ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის რეგიონულ მდივანთან გიორგი ბოტკოველთან და „ერთიანობის“ ლიდერებთან ერთად კახეთში, წნორში მოსახლეობას ხვდებიან.

„ყველას უმნიშვნელოვანესი და განსაკუთრებული მოთხოვნაა, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანები და ერთობლივად შევიდეთ ქვეყნისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელიც გადაარჩენს ქვეყანას. ვხედავთ „ქართული ოცნება“ თუ როგორ ჯიუტად აკეთებს ყველაფერს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი უკან და უკან დახიოს. ვიმყოფებით ქალაქ წნორში და სწორედ კახელებმა ძალიან კარგად იციან თუ რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას და ვფიქრობ, რომ თითოეულ ამ ადამიანთან შეხვედრა, იმის თქმა თუ როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება, როგორ გავხადოთ ქვეყანა ერთხელ და სამუდამო ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ხელი ვერ შეუშალოს ივანიშვილის რეჟიმმა. აი ამ ყველაფერში წნორელების, კახელების და მთელი საქართველოს, თითოეული მოქალაქის როლი იქნება ძალიან დიდი და უმნიშვნელოვანესი,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს