კახა კალაძე - ჩნდება კითხვის ნიშნები, რატომ ხდება ამხელა ზეწოლა ხელისუფლებაზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით - რაც შეეხება 30 მილიონის გაყინვას, ეს თანხა გაყინული არ არის, თქვეს ლომჯარია-გიგაურს მივცემთო

ჩნდება კითხვის ნიშნები თუ რატომ ხდება ამხელა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით - რაც შეეხება 30 მილიონის გაყინვას, ეს თანხა გაყინული არ არის, პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი უცხოელი წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ჯარს ვუჩერებთ ამ თანხებს და მივცემთ ლომჯარია-გიგაურსო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან იმ ფაქტს, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმი უწოდა.

„ეს არის ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმი, რასაც ისინი იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, მანამდე იყო კანდიდატის სტატუსის საკითხი, რომელსაც, ასევე, არასამართლიანად იყენებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ და იგივე ხდება დღეს. არაფერი განსაკუთრებული. რაც შეეხება 30 მილიონის გაყინვას, ეს თანხა გაყინული არ არის, პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი უცხოელი წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ჯარს ვუჩერებთ ამ თანხებს და მივცემთ ლომჯარია-გიგაურსო. ეს არის მათი დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოება ნათლად ხედავს არსებულ ვითარებას, პროცესებს, თუ რა პროცესები მიდის, იმ ზეწოლას, რაზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში პირდაპირ ვსაუბრობდით და ვამბობდით, რომ ზეწოლები იყო სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით, პირდაპირი ზეწოლა იყო მეორე ფრონტთან დაკავშირებით. თუნდაც კანონი ავიღოთ, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან უწოდო იმას არადემოკრატიული და არაევროპული, რაც, მე როგორც თანამდებობის პირს მაქვს ვალდებულებად გამჭვირვალე ვიყო ჩემს ფინანსებში, წარვუდგინო ის საზოგადოებას. რატომ არ შეიძლება, იგივე იყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. მე თუ დეკლარაციას ვავსებ ყოველწლიურად, ეს დემოკრატიული და ევროპულია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ავსებს დეკლარაციას, ეს არის თურმე არაევროპული და არადემოკრატიული. ცხადია აქ ჩნდება კითხვის ნიშნები თუ რატომ ხდება ამხელა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით და საზოგადოება, მე ვფიქრობ, ძალიან კარგ ანალიზს გააკეთებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები, როდესაც ხდებოდა ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ექსტრემიზმთან, პირდაპირ დაკავშირებულია პოლარიზაციის გაღრმავებასთან, პირდაპირ დაკავშირებული იყო რევოლუციურ სცენარებთან. გვეუბნებოდნენ, რომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ვატრენინგებთო და რეალობაში საუბარი მიდიოდა რევოლუციური პროცესების გაღვივებაზე. ამიტომ, ეს პროცესები რომ იყოს აცილებული თავიდან, აღნიშნული კანონპროექტი არის მიღებული“, - განაცხადა კალაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო