ავსტრალიის პრემიერი - რუსეთმა სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს

რუსეთმა სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს, - ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანესმა განაცხადა.

„რუსეთს შეუძლია ეს გზავნილი მიიღოს: უკან დაიხიეთ. რუსეთი აქაც და მთელ მსოფლიოში ჯაშუშობითაა დაკავებული“, - განაცხადა ენტონი ალბანესმა.

ცნობისთვის, გუშინ, ავსტრალიის ფედერალურმა პოლიციამ ავსტრალიის მოქალაქეობის მქონე წყვილი დააკავა, რომლებიც ავსტრალიის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მასალებზე წვდომის მოპოვებას ცდილობდნენ.

წყვილის დაკავებას ავსტრალიაში რუსეთის საელჩო გამოეხმაურა და საელჩოში განაცხადეს, რომ დაკავების მიზანს ანტირუსული პარანოიის ახალი ტალღის გაღვივებით მმართველი „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკის მრავალი წარუმატებლობისგან ავსტრალიელების ყურადღების გადატანა წარმოადგენს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს