ირაკლი ფავლენიშვილი - ივანიშვილი და მისი ბანდა ცდილობს კრემლის ყველა მზაკვრული ჩანაფიქრის ასრულებას, ამიტომაც შემოჰყავთ რუსი ინსტრუქტორები, შემოაქვთ რუსული გავლენა, თუმცა ვერ ეღირსებიან  საქართველოს რუსეთიზაციას

ივანიშვილი და მისი ბანდა ცდილობს კრემლის ყველა მზაკვრული ჩანაფიქრის ასრულებას საქართველოში, ამიტომაც შემოჰყავთ რუსი ინსტრუქტორები შემოაქვთ რუსული გავლენა, თუმცა ვერ ეღირსებიან საქართველოს რუსეთიზაციას და 26 ოქტომბერს მიიღებენ ძალიან მძიმე პასუხს, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი ინფორმაციას, რომ „შეკვეთილში რუსი ტრენერები რუსული ენის პოპულარიზაციისთვის სემინარებს ატარებენ“.

როგორც ფავლენიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ მძიმე პასუხს მიიღებს, რითაც „გარუსების ბოლო მცდელობა ჩაეფუშება კრემლს საქართველოში“.

„რუსეთიზაცია ნიშნავს ძველისძველი კრემლის მზაკვრული ჩანაფიქრის ასრულებას ანუ გარუსებას ქართველი ერის, მათ შორის ინტეგრირებას რუსეთში და ქართული ენის წართმევას, რასაც ამდენი საუკუნის მანძილზე ცდილობენ. ივანიშვილი და მისი ბანდა ცდილობს, რომ ყველა მზაკვრული ჩანაფიქრი აღასრულოს საქართველოში, ამიტომაც შემოჰყავთ რუსი ინსტრუქტორები, შემოაქვთ უფრო მეტი რუსული გავლენა და ყველა რბილი ძალის ინსტრუმენტი, რაც არის კრემლის ინსტრუმენტში სურთ რომ გამოიყენონ, თუმცა ვერ ეღირსებიან და 26 ოქტომბერს ყველა რუს ინსტრუქტორს, ყველა კრემლის მსახურს და აგენტურულ ქსელს ივანიშვილის თამადობით გავცემთ პასუხს. ვერ ეღირსებიან, პირიქით, ისინი მიიღებენ ძალიან მძიმე, ძალიან კონკრეტულ პასუხს, რითაც გარუსების ბოლო მცდელობა ჩაეფუშება კრემლს საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება