ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პენსილვანიის ქალაქ ბატლერში მომხდარი სროლის შემდეგ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ბაიდენი ასევე ესაუბრა პენსილვანიის გუბერნატორს, ჯოშ შაპიროს და ბატლერის მერს, ბობ დენდოის.

„დღეს, პრეზიდენტი ვაშინგტონში ბრუნდება. ხვალ დილით თეთრ სახლში ის მიიღებს განახლებულ ბრიფინგს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისგან“, - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი ​​ მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. შეიარაღებული პირი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება