მსოფლიო ლიდერები დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას ეხმაურებიან

შოკირებული ვარ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის ამბით, რასაც მკაცრად ვგმობ, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარ სროლას.

„კიდევ ერთხელ, მომსწრე ვართ პოლიტიკოსების მიმართ მიუღებელი ძალადობის აქტების“, - აღნიშნა ბორელმა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, "შეძრწუნებულია შეხვედრის შოკისმომგვრელი სცენებით".

„პოლიტიკური ძალადობის ნებისმიერი ფორმის ადგილი ჩვენს საზოგადოებებში არ არის“, - განაცხადა პრემიერმა.

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, მღელვარებით ადევნებს თვალს სიახლეებს პენსილვანიიდან. მან დონალდ ტრამპს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ „საარჩევნო კამპანიის მომდევნო თვეებში დიალოგი და პასუხისმგებლობა სძლევს სიძულვილსა და ძალადობას“.

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარ სროლას ეხმაურება იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდაც.

”მტკიცედ უნდა დავდგეთ ძალადობის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ, რომელიც დემოკრატიას გამოწვევას უქმნის“, - აღნიშნა იაპონიის პრემიერმა.

დონალდ ტრამპს მხარდაჭერას უცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ორი დღის წინ შეხვდა.

„ჩემი ფიქრები და ლოცვები პრეზიდენტ ტრამპთანაა ამ ბნელ საათებში“, - დაწერა ორბანი სოციალურ ქსელში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე შოკირებული არიან დონალდ ტრამპზე აშკარა თავდასხმით.

„ვლოცულობთ მისი უსაფრთხოებისა და სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერმა მომხდარი დაგმო და პოლიტიკური ძალადობის აქტად შეაფასა.

„გენერალური მდივანი ცალსახად გმობს ამ პოლიტიკური ძალადობის აქტს. ის საუკეთესო სურვილებს უგზავნის პრეზიდენტ ტრამპს სწრაფ გამოჯანმრთელებისთვის“, - განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო