FBI-ს ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია

აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა.

„FBI-მ დაადგინა, რომ სუბიექტი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდა, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია“, - აღნიშნულია FBI-ს განცხადებაში.

ფედერალური გამოძიების ბიურო მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია, ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელიც, შესაძლოა, გამოძიებას დაეხმაროს, გააგზავნონ ის ელექტრონულ მისამართზე: FBI.gov/butler ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 1-800-CALL-FBI.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება