ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე - ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს და მას მსოფლიოში ადგილი არსად არ უნდა ჰქონდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან გამართული შეხვედრის დროს მომხდარ სროლას ეხმაურება.

„შემაძრწუნა ცნობამ პენსილვანიაში, წინასაარჩევნო შეკრების დროს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ განხორციელებული სროლის შესახებ. ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს და მას მსოფლიოში ადგილი არსად არ უნდა ჰქონდეს. ძალადობამ არასოდეს უნდა გაიმარჯვოს“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.

მისი თქმით, მოხარულია, რომ დონალდ ტრამპი უკვე უსაფრთხოდ არის და მას სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება