თენგიზ შარმანაშვილი - ახლაც თქვან, რომ კობახიძისთვის ფიცოს ბედის გაზიარების მინიშნება ევროკომისრის მიერ სერიოზული არ იყო, თუმცა, ტრამპისთვის ტყვიის სროლას, ფიცოს სასიკვდილოდ გამეტებასა და მუქარებს "გაპრავებას" დაუწყებენ პატრონების დავალებით

ახლაც თქვან ვიღაც უტვინოებმა და ტვინიანმა აგენტებმა, რომ კობახიძისთვის ფიცოს ბედის გაზიარების მინიშნება ევროკომისრის მიერ სერიოზული არ იყო, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი, დონალდ ტრამპზე თავდასხმას.

მისი განცხადებით, „აგენტები და სასარგებლო იდიოტები“ ტრამპისთვის ტყვიის სროლას, ფიცოს სასიკვდილოდ დაჭრას და მუქარებს "გაპრავებას" დაუწყებენ პატრონების დავალებით.

შარმანაშვილი ასევე ეხმიანება სენატორ ჯინ შაჰინის საქართველოში ჩამოსვლას და ვარაუდობს, რომ იგი არა არჩევნების დასაკვირვებლად, არამედ ისეთივე "სამართლიანი" გარემოს დასამკვიდრებლად ჩამოდის, როგორიც აშშ-შია.

“ახლაც თქვან ვიღაც უტვინოებმა და ტვინიანმა აგენტებმა, რომ კობახიძისთვის ფიცოს ბედის გაზიარების მინიშნება ევროკომისრის მიერ სერიოზული არ იყო. თუმცა ეს აგენტები და სასარგებლო იდიოტები ტრამპისთვის ტყვიის სროლას, ფიცოს სასიკვდილოდ გამეტებასა და მუქარებს ,,გაპრავებას" დაუწყებენ პატრონების დავალებით. აი, ნახავთ.

სენატორმა შაჰინმა დამკვირვებლად უნდა ჩავიდე საქართველოში არჩევნებზეო. კითხვა მაქვს, ის რაც ტრამპის მიმართ განახორციელეს, ჯერ სასამართლო დევნა, შემდეგ ზიზღის კამპანია ხელისუფლების დონეზე და ბოლოს სასიკვდილოდ გამეტება სამართლიანი საარჩევნო გარემოს კლასიკური ნიმუშია? აქ რის დასამკვიდრებლად აპირებს ჩამოსვლას? არჩევნების დასაკვირვებლად რომ არა ნათელია, ალბათ, ისეთივე "სამართლიანი" გარემოს დასამკვიდრებლად, ანუ ასარევად”, - წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს