"ერთიანობის" - "ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის" მხარდაჭერით ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

"ერთიანობის" - "ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის" მხარდაჭერით დღეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ინფორმაციით, შეხვედრას პოლიტიკოსები, ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე გაიხსენეს ქართველი გმირები, რომლებმაც სამშობლოს თავი შესწირეს.

"14 ივლისი არის ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღე. ეს დღე 1991 წელს აღინიშნა დიდი სახალხო დღესასწაულით, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, რის შემდეგაც 14 ივლისი ქაქუცობად დააწესა. მანამდე პირველად ქაქუცაობა მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ აღნიშნეს. ეს ტრადიცია არის გასაგრძელებელი, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, საქართველოს გამორჩეული ეროვნული გმირის, დიდი ქართველის, ნამდვილი სახალხო გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის გასახსენებლად, მისი ბრძოლის გასახსენებლად და იმ მებრძოლთა გასახსენებლად, ვინც ღირსების აჯანყებაში მიიღეს მონაწილეობა. ამ აჯანყებას საქართველოში ათასობით ადამიანი შეეწირა, მათ ყველას ერთად სიმბოლურად ქაქუცა ჩოლოყაშვილი განასახიერებს და დღეს მინდა, რომ ასე მოკრძალებულ ფორმატში აღვნიშნოთ ქაქუცობა. მოვა დრო, როცა საქართველო უფრო მასშტაბურად და ღირსეულ ფორმატში აღნიშნავს უდიდესი ქართველის დაბადების დღეს. წელს ასევე ხდება 100 წელი 1924 წლის ღირსების აჯანყებიდან და ჩვენი ვალია აღვნიშნოთ ღირსეულად, უპირველესად ამ ღირსეულ ბრძოლაში დაუმარცხებლობით, მოახლოებულია არჩევნები და ამ არჩევნებზე უნდა გავისტუმროთ რუსული რეჟიმი და ეს იქნება სიმბოლურად იმ გმირების და მათი ბრძოლის გაგრძელება და წარმატებით დაგვირგვინება", - აღნიშნა ორგანიზატორმა ეკა წამალაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის