გიორგი ვაშაძე - დემოკრატია მთელ მსოფლიოში საფრთხეშია, ისევე როგორც საქართველოში - იმ დროს, როცა ჩვენ უნდა ვიყოთ აშშ-სთან ერთად, ხელისუფლება მათ კონსპირაციებით შეურაცხყოფას აყენებს

იმ დროს, როცა აშშ-სთან ერთად უნდა ვიყოთ, ეს ხელისუფლება მათ კონსპირაციებით შეურაცხყოფას აყენებს,- ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, დღევანდელი მთავრობის განცხადებები საგანგაშოა.

“ჩვენ ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. დემოკრატია მთელ მსოფლიოში საფრთხეშია ისევე როგორც აქ, საქართველოში. მთავრობას სურს დემოკრატიისკენ კარი ჩაგვიკეტოს და სიღარიბეში დაგვტოვოს. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ჩვენ დემოკრატიებთან მთელს მსოფლიოში გვერდში დგომა გვჭირდება, ჩვენმა მთავრობამ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან ურთიერთობა გაანადგურა. იმ დროს, როცა აშშ-სთან ერთად უნდა ვიყოთ, ეს ხელისუფლება მათ კონსპირაციებით შეურაცხყოფას აყენებს. დღევანდელი მთავრობის განცხადებები საგანგაშოა. შეძრწუნებულები ვართ მათი პასუხით, რომელიც ხაზს უსვამს მათ მცდელობებს, კიდევ უფრო გააფუჭონ და საბოლოოდ გაწყვიტონ ურთიერთობები ჩვენს მოკავშირეებთან”, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს