ირაკლი ზარქუა - ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე ცალსახად, ნათლად ჩანს, როგორ არის ჩართული NDI და IRI შინაპოლიტიკურ საარჩევნო კამპანიაში

ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე ცალსახად, ნათლად ჩანს, როგორ არის ჩართული NDI და IRI შინაპოლიტიკურ საარჩევნო კამპანიაში. უკვე უფინანსებს კიდეც ამ რადიკალებს მოსახლობასთან შეხვედრებს, რომ დეზინფორმაცია გაავრცელონ, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ NDI-ს დაფინანსებით ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეხვედრას.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, არასამთავრობოების ნაწილი ისევ მარგინალებს აფინანსებს.

„შეგახსენებთ, შემდეგ ეს NDI და IRI იქნებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც დამკვირვებლის სტატუსით აკვირდებიან წინასაარჩევნო გარემოს და შემდეგ დასკვნები უნდა დადონ. როდესაც მხარე ხარ და რადიკალებს, „ნაცებს“, ამ გაერთიანებებს, უსამშობლოების გაერთიანებებს აფინანსებ წინასაარჩევნოდ, შემდეგ შენი დასკვნა ობიექტური რანაირად იქნება? ჩვენ ხომ გვინახავს მათი დასკვნები. მათი კვლევები 20-40%-ით ცდება ხოლმე და ძირითადად რადიკალების სასარგებლოდ. შემდეგ ამის გამო ბოდიშს იხდიდნენ. „ონავარი ნავარო“ გახსოვთ თქვენ, NDI- ის სახე რომ იყო ერთი მექრთამე, მათი ხელმძღვანელი. ისევ მარგინალებს აფინანსებენ. ბატონებო, ეს მიუღებელია და არაფერში წერია. თქვენ გაქვთ მანდატი, რომ დააკვირდეთ, თქვენ გაქვთ მანდატი, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში არ იყოთ ჩართული და ყველაფერს აკეთებთ, რომ ჩვენი კონსტიტუცია დაარღვიოთ, ეს მიუღებელია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებას ვაუწყოთ, თქვენ ხართ რადიკალების გვერდში მდგომი მხარე, რომლებიც ებრძვიან მართლმადიდებლობას, ეკლესიას, ქართულ ტრადიციებს, სახელმწიფოს, მაგრამ მხარს უჭერენ ლგბტ პროპაგანდას, მეორე ფრონტის გახსნას, პოლარიზაციას და ამას აფინანსებთ თქვენ. გილოცავთ! კიდევ ერთი, მორიგი ლუსტრაცია მოხდა თქვენი. ბუნებრივია, ამას არ გაგიტარებთ. ყველგან ვიტყვით, სადაც საჭიროა, ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ფაქტები გვაქვს თქვენს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე როგორ ხდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, დეზინფორმაციის გავრცელება, ლიდერების შეურაცხყოფა და თქვენ გგონიათ ეს ასე ჩაივლის? არა ბატონო, თავიდან ბოლომდე იქნება ანგარიში წარმოდგენილი“,-განაცხადა ზარქუამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება