დონალდ ტრამპი - მხოლოდ ღმერთმა შეუშალა ხელი იმას, რომ წარმოუდგენელი რამ მომხდარიყო - ჩვენ არ შევშინდებით, მტკიცენი დავრჩებით რწმენაში და ქედმოუდრეკელნი უკეთურების წინაშე

დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს „ფიქრებისა და ლოცვებისთვის“ მადლობას უხდის.

"მხოლოდ ღმერთმა შეუშალა ხელი იმას, რომ წარმოუდგენელი რამ მომდარიყო. ჩვენ არ შევშინდებით, არამედ მტკიცენი დავრჩებით რწმენაში და ქედმოუდრეკელნი უკეთურების წინაშე", - წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი თქმით, ახლა ერთიანობა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

"მე ნამდვილად მიყვარს ჩვენი ქვეყანა და მიყვარხართ თქვენ ყველანი და მოუთმენლად ველი ჩვენს დიდ ერთან საუბარს ამ კვირაში ვისკონსინიდან“, - აცხადებს ტრამპი.

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება