იენს სტოლტენბერგი პოლონეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდების იდეაზე - ნატო კონფლიქტში არ ჩაერთვება

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის ეწინააღმდეგება პოლონეთის საჰაერო თავდაცვის გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად, - სტოლტენბერგმა ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში გასულ ინტერვიუში განაცხადა.

ნატო-ს გენერალურ მდივანს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა პოლონეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მისი მიმართულებით მფრინავი რაკეტების ჩამოგდების იდეაზე.

„ნატო მხარს დაუჭერს უკრაინას და ჩვენ ახლა გავზარდეთ მხარდაჭერა, მაგრამ ნატო-ს პოლიტიკა უცვლელი რჩება - ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ კონფლიქტში. ჩვენ არ გავხდებით კონფლიქტის ნაწილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსული თვითმფრინავების განადგურებაში, მაგრამ ნატო პირდაპირ არ ჩაერთვება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ უკრაინას აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის უფლება აქვს.

"ვინაიდან ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ეს ასევე მოიცავს თავდასხმებს ლეგიტიმურ სამიზნეებზე აგრესორის ტერიტორიაზე. ეს ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, სხვადასხვა ქვეყანამ შემოიღო სხვადასხვა შეზღუდვები იმ იარაღის გამოყენებაზე, რომელსაც ისინი უკრაინას გადასცემენ. ამასთან, ის მიესალმა აშშ-ის ნებართვას ამერიკული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს დარტყმის განხორციელების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!