FBI-ის ინფორმაციით,  თომას მეთიუ კრუკსის სახლში, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა, საეჭვო მოწყობილობა აღმოაჩინეს

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის, თომას მეთიუ კრუკსის სახლში "საეჭვო მოწყობილობა" იპოვეს, - ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

FBI-მ მანამდე განაცხადა, რომ მეთიუ კრუკსის ავტომობილში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა ორივე მოწყობილობა უსაფრთხოდ გამოიტანეს და ამჟამად ლაბორატორიაში გამოკვლევა უტარდება.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, სროლის მოტივი, ჯერჯერობით, არ დაუდგენია, მაგრამ მუშაობს მოვლენების თანმიმდევრობის და იმის დასადგენად, თუ სად გადაადგილდებოდა მსროლელი მანამ, სანამ მან სროლა განახორციელა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ესროლეს, რის შედეგადაც იქ დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს