უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ზურაბ იაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის დაჭრის შემდეგ, ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში დაიღუპა.

„კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში. დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გადარჩა. ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ზურაბ იაშვილი - დიდება შენ გმირ სულს ძმაო!“ - წერს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე.

არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება