FBI – დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას პოტენციურ შიდა ტერორისტულ თავდასხმადაც განვიხილავთ

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ვაშინგტონის შტაბბინის ანტიტერორისტული განყოფილების დირექტორის თანაშემწე, ბობი უელსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას FBI მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს, თუმცა მას პოტენციურ შიდა ტერორისტულ თავდასხმადაც განიხილავს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

FBI-ის ინფორმაციით, პირი, რომელმაც პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს სროლა განახორციელა, მარტო მოქმედებდა და რომ ჯერ კიდევ აქტიურად იძიებენ მის ისტორიას - მათ შორის მუშაობენ მის ტელეფონზე წვდომისთვის.

”ვმუშაობთ ტელეფონზე წვდომისთვის. ტელეფონი ჩვენს ლაბორატორიაში გავგზავნეთ“, - განაცხადა FBI-ის სპეციალურმა აგენტმა, კევინ როჟეკმა.

მისი თქმით, მსროლელის ოჯახი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

როჟეკმა დაადასტურა, რომ სროლა AR სტილის შაშხანით განხორციელდა, რომელიც კანონიერად იყო შეძენილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება