დონალდ ტრამპი - მკვდარი უნდა ვიყო, მაგრამ იღბლის თუ ღვთის წყალობით, ჯერ კიდევ აქ ვარ

მე აქ არ უნდა ვიყო, მკვდარი უნდა ვიყო, იღბლის თუ ღვთის წყალობით, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ღმერთის, ჯერ კიდევ აქ ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპმა იმ ფოტოებზე ისაუბრა, რომელიც პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ არის აღებული, სადაც მას მუშტი აქვს აწეული და ამბობს : „ბრძოლა!“

”ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს ყველაზე საკულტო ფოტოა, რაც კი ოდესმე უნახავთ. ისინი მართლები არიან და მე არ მოვკვდი. ჩვეულებრივ, უნდა მოკვდე, რომ საკულტო სურათი გქონდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, სროლის შემდეგ საუბრის გაგრძელება სურდა, მაგრამ საიდუმლო სამსახურმა დაჟინებით მოითხოვა, რომ საავადმყოფოში წასულიყო.

დონალდ ტრამპის თქმით, აფასებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ზარს, რაც „კარგი" და "ძალიან კარგია“. გამოცემის ცნობით, ტრამპი ვარაუდობს, რომ მათ შორის საარჩევნო კამპანია ამიერიდან უფრო ცივილური იქნება.

New York Post-ი ასევე წერს, რომ ყოფილ პრეზიდენტს დიდი თეთრი სახვევი ჰქონდა, რომელიც მარჯვენა ყურს უფარავდა და გამოცემას ინტერვიუს დროს ფოტოების გადაღების უფლება არ მისცეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება