TNET-ის რეგისტრაციის ოფისი უძრავი და მოძრავი ქონების გაფორმებისა და რეგისტრაციისთვის თბილისში

ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმება და განბაჟება, უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაცია, თუ რეესტრთან დაკავშირებულ მომსახურებაზე იურიდიული კონსულტაცია უკვე ერთ სივრცეში და რაც მთავარია, თბილისში, TNET-ის რეგისტრაციის ოფისში შეგიძლიათ მიიღოთ.

TNET-ის რეგისტრაციის ოფისი ფანჯიკიძის #1-ში (ყოფილი ბუდაპეშტის ქუჩა) გაიხსნა და მომსახურებას ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-17:00, ხოლო შაბათს 10:00-14:00 საათებში სთავაზობს მომხმარებელს.

თინეთის რეგისტრაციის ოფისის გახსნა, პირველ რიგში, ძალიან სასიამოვნო სიახლეა მათთვის, ვისაც მსუბუქი ავტომობილის ყიდვა-გაყიდვისთვის თბილისის დატოვება უწევდა და ასევე, დამატებით კომფორტს ქმნის ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინაიდან აქ, უძრავი ქონებისა თუ ბიზნესის რეგისტრაცია მხოლოდ 20 წუთშია შესაძლებელი.

პროცესის მოქნილობისა და კიდევ უფრო მეტი სიმარტივისათვის, რეგისტრაციის ოფისის მომსახურების მიღების მსურველებს შეუძლიათ თავიანთი რიგი, ონლაინ, Super App-ის საშუალებით დაჯავშნონ. პროცესი მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს - სუპერ აპში ჯავშნის გაკეთების შემდეგ, შერჩეულ დროს, ეწვევით თინეთის ოფისს და რიგებისა და ზედმეტი დროითი დანახარჯების გარეშე, ისარგებლებთ თქვენთვის საჭირო სერვისებით.

რეგისტრაციის ოფისის მომსახურებებისა და რიგის დაჯავშნის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: https://tnet.ge/registration-office

თინეთის სუპერ აპის გადმოწერა შესაძლებელია, როგორც Android, ასევე IOS სისტემებისათვის, Google Play-სა და App store-ის საშუალებით: https://superapp.promo/open

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება