კახა კალაძე - არ ვიცი, რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ გაერთიანება - გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს, ხაზარაძე - „თვალთხარიას“ - ოპოზიციის მთავარი საზრუნავი ბარიერთან მიახლოება და მისი გადალახვა იქნება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილის გაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათი მთავარი საზრუნავი ბარიერთან მიახლოება და მისი გადალახვა იქნება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისთან გაერთიანდება.

„მე არ ვიცი რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათი [„ლელოს“ და „საქართველოსთვის“]გაერთიანება. გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს, ხაზარაძე „თვალთხარიას“ ეძახდა. არ ვიცი ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს?! რაღაც ლოგიკა ხომ არსებობს?! თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვისთან გაერთიანდება. მთელი ოპოზიციური სპექტრი გინდ გაერთიანდეს, გინდ დაშლილად, ცალ-ცალკე პარტიებად იყვნენ წარმოდგენილები, ყველასთვის მთავარი ამოსავალი წერტილი და საზრუნავი იქნება როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდეს და ზოგიერთებმა საარჩევნო ბარიერი გადალახონ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს