კახა კალაძე - არანაირი ხაზი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის

არანაირი ხაზი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნებში ჩართულობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციები „დასავლეთიდან დაფინანსებას იმისთვის იღებენ, რომ ქვეყანა აჯანჯღარონ“.

„არანაირი ხაზი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. რომელიმე ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში თქვენ წარმოგიდგენიათ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიოდნენ და იყვნენ პოლიტიკურ კამპანიებში, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ? უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს ასეთი. ესენი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები, აგენტურა. მათ ჰყავთ თავიანთი დამფინანსებლები და ფულს უხდიან იმაში, რომ ქვეყანა აჯანჯღარონ, გამოიწვიონ პოლარიზაცია და დაპირისპირება. თუ კი რაიმე ბოროტება, სიძულვილი არსებობს დღეს ქართველებს შორის, ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რომ დაფინანსებას ეს კონკრეტული ექსტრემისტული დაჯგუფებები, დასავლეთიდან იღებენ და შესაბამისად, აქ იმისთვის იყენებენ, რომ მოხდეს პოლარიზაციის გაღრმავება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება