ნათია მეზვრიშვილი - დადასტურდა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ „ოცნება“ ზონდერ ჯგუფებს წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა და ამნისტიას დაჰპირდა - მოვითხოვთ ამნისტია ზონდერ ჯგუფებს არ შეახოს!

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გეგმავს ამნისტია იმ ე.წ. ზონდერ ჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შეახოს, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს უსწორდებოდნენ.

როგორც მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება ე.წ. ზონდერების დაუსჯელობის დაპირებას ასრულებს.

„ამნისტიის შესახებ“ კანონმა დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ „ოცნება“ ზონდერ ჯგუფებს წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების სასტიკად ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა. ხელისუფლება დღეს ათასობით პატიმარს და მათ ოჯახებს ატყუებს, რომ, თითქოს, მათზე ზრუნვის მიზანი ამოძრავებს. სინამდვილეში კი მათზე ამნისტიას არ ავრცელებს და ჰუმანურობის საფარქვეშ, ზონდერების დაუსჯელობის დაპირებას ასრულებს.

გარიგების თანახმად, ზონდერ ჯგუფებს უნდა ემოქმედათ მაქსიმალურად სასტიკად და იმ მუხლების ფარგლებში, რომლებსაც მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა. ხოლო სახელმწიფო უწყებებს ხელი უნდა დაეფარებინათ ხელისუფლებისთვის, არ დაეშვათ გამოძიების დაწყება ისეთი მუხლებით, რაც ირიბად მაინც მიანიშნებდა ხელისუფლების ბრალეულობაზე და გამოძიება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ფორმალურად იმ მუხლებით დაეწყოთ, რომლებსაც მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა.

მართლაც, დღეს გამოძიებებს, რომლებსაც უკვე ამნისტია ეხება, ფორმალურად, კანონის დარღვევით - არასწორი კვალიფიკაციით აწარმოებს არაუფლებამოსილი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ გარიგების მონაწილე იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელმაც თვალი დახუჭა „დევნაზე“ და განცხადებები შსს-ში გადააგზავნა. „ოცნება“ დღეს „ნაცმოძრაობის“ მეთოდებით მოქმედებს. ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების მიმართ სისტემური ძალადობის ოპერაცია ოფიციალური სახელმწიფო უწყებების და არაოფიციალური ზონდერ ჯგუფების მონაწილეობით დაგეგმა - აცემინა ახალგაზრდები, მოხუცები, ქალები, ბავშვები და ახლა დანაშაულის დაფარვის ოპერაციას ახორციელებს. სწორედ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და ეს გახდა დღეს „ოცნების“ ხელწერა.

მოვითხოვთ „ოცნებისგან“ ამნისტია არ შეახოს ზონდერ ჯგუფებს! მოვითხოვთ პროკურატურისგან, დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ სისტემურ დანაშაულზე და მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია ყველა საქმეს, რომელიც გარიგების ნაწილია, რითაც დაადასტურებს, რომ თავადაც არ არის დანაშაულებრივი გარიგების ნაწილი!

ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა დანაშაულის განმეორების სანდო კვლევის წარმოდგენის და ამნისტიის სამართლიანობის სხვა წინაპირობების დაკმაყოფილების შესახებ“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა