ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით, სოფლების - ტაბაწყური, მოლითი და ბალათა, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის ღონისძიება მოეწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით, სოფლების - ტაბაწყური, მოლითი და ბალათა, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის ღონისძიება მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და საბჭოს წევრები ე.წ პლატოს ბორბალს ესტუმრნენ, შემდეგ კი, სოფელ ჩითახევში გადაინაცვლეს, სადაც სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში - ფრენბურთი, ზიპლაინი, მშვილდ-ისრის სროლა, კედელზე ცოცვა - მიიღეს მონაწილეობა. საღამოს კი ჯომარდობაშიც აქტიურად ჩაერთნენ.

„მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, ტაბაწყურის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ანდრუშ ირიციანი, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის აღნიშნული სახის აქტივობა, გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, 2023 წლიდან იმართება.

აღსანიშნავია, რომ საბჭო აქტიურად გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობას და ის მუშაობას მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება