რეზი ხარაზი - აჭარაში ნეპოტიზმი და კორუფციაა

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი, აჭარაში მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს.

მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონში ნეპოტიზმი და კორუფციაა.

„ნეპოტიზმი, კორუფცია და მისგან გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია აჭარის მთავრობასთან და პირადად ივანიშვილ-რიჟვაძის არასწორ და ამავდროულად, ხალხის წინააღმდეგ მიზანმიმართულ პოლიტიკასთან. ჩვენ, ერთის მხრივ ვხედავთ, თუ როგორ მდიდრდებიან რეგიონში თანამდებობის პირები, როგორ იწყობენ საკუთარ ბიზნესებს, როგორ ასაქმებენ ოჯახის წევრებს და ნათესავებს, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოება ყოველდღიურად აწყდება უკიდურეს გაჭირვებას, გაზრდილ ფასებს... 12 წლის განმავლობაში ჩვენ "ოცნების ქალაქში" ვუყურებდით ხელისუფლების უუნარობის შედეგად შიმშილის ზღვარზე მყოფ ბავშვებს. დღეს, 2024 წელს, "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის გამო, მშობლები იძულებული არიან მცირეწლოვანი შვილები მძიმე სამუშაოზე წაიყვანონ სამუშაოდ არა მარტო აქ, ადგილზე, არამედ საზღვარგარეთ და ამის მაგალითია ტრაგიკულად დასრულებული ბოლო შემთხვევა ბათუმში. 26 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი დღე, როცა ერთობით - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აჭარაში მცხოვრებ თითოეულ მაცხოვრებელთან ერთად შეუძლია დაასრულოს ივანიშვილის ეს მახინჯი სისტემა”, - განაცხადა რეზო ხარაზმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება