გივი მიქანაძე - გიორგი გაბიტაშვილს უმწიკვლო რეპუტაცია აქვს - მმართველი გუნდი, მიმდინარე კვირას, დიდი ალბათობით, მხარს დაუჭერს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მის კანდიდატურას

მმართველი გუნდი, მიმდინარე კვირას, დიდი ალბათობით პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, გიორგი გაბიტაშვილი წლებია, რაც პროკურორია და უმწიკვლო რეპუტაცია აქვს.

„გიორგი გაბიტაშვილი მაღალი დონის პროფესიონალია. ამაში ჩვენ და მთელი საზოგადოება დავრწმუნდით მაშინ, როდესაც საჯაროდ, უპრეცედენტო ღიაობით მიმდინარეობდა გასაუბრების პროცესი. მართლაც ვნახეთ, რომ კანდიდატურა, რომელიც საპროკურორო საბჭომ შეარჩია, უკონკურენტო იყო. მისი პასუხები, პოზიციონირება შეესაბამება მხოლოდ პროფესიონალიზმთან დაკავშირებულ საკითხებს, მის ცოდნას, გამოცდილებას. სწორედ ასეთ კადრზე ხდება აქცენტირება. ეს ადამიანი მთელი ცხოვრება აპოლიტიკური იყო, არანაირი კონკრეტული ფაქტი არ არსებობს მისსა და სახელისუფლებო შტოსთან ან წარმომადგენელთან კავშირზე. ამ კომპონენტებიდან გამომდინარე, მმართველი გუნდი, დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირას მხარს დაუჭერს მის კანდიდატურას“, - აღნიშნა მიქანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტს საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარედგინა. ბიურომ საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა. გენერალური პროკურორის არჩევა რიგგარეშე სესიაზეა დაგეგმილი, რომელიც მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 18-19 ივლისს გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება