შალვა თადუმაძე - მართლმსაჯულებაში არანაირი კლანური მმართველობა არ არსებობს, ხარვეზები კი ყველა ქვეყანაშია - „ვეტინგი“ კლასიკურად არის შემოწმების მექანიზმი, მაგრამ საქართველოში არის განსასჯელების სასამართლოზე ანგარიშსწორება

არანაირი კლანური მმართველობა არ არსებობს. მართლმსაჯულების საკითხში ყველა ქვეყანაში არსებობს ხარვეზები და პრობლემები - „ვეტინგი“ კლასიკურად არის შემოწმების მექანიზმი, მაგრამ საქართველოში არის განსასჯელებისა და მსჯავრდებულების სასამართლოზე ანგარიშსწორება, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ შალვა თადუმაძემ ე.წ "ვეტინგის" სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს მოთხოვნა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ასეთი მექანიზმი არსებობდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლეები თავიანთი განსასჯელების წინაშე წარდგნენ და "ანგარიშები აბარონ".

არანაირი კლანური მმართველობა არ არსებობს. მართლმსაჯულების საკითხში ყველა ქვეყანაში არსებობს ხარვეზები და პრობლემები, მსგავსი კატეგორიის პრობლემები ჩვენთანაც არსებობს. ყოველდღიურად სხვადასხვა უწყებები, მათ შორის იუსტიციის საბჭო კოორდინირებულად მუშაობს, რომ ეს ხარვეზები გამოსწორდეს და მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი გახდეს.

ვეტინგი კლასიკურად არის შემოწმების მექანიზმი, მაგრამ საქართველოში არის განსასჯელებისა და მსჯავრდებულების სასამართლოზე ანგარიშსწორება. ის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ჩემი და კოლეგების შემოწმებას ფიქრობს, რაღაც პერიოდის წინ ან ჩემი განსასჯელები იყვნენ, ან ჩემი მსჯავრდებულები.

მე არაფერ ვმალავ, ყოველწლიურად ვავსებ დეკლარაციას, ხანდახან მაჯარიმებენ, შემდგომ ამ ჯარიმას სასამართლოში ვასაჩივრებ და ვიგებ ამ საქმეს, მაგრამ ყველაფერი, რაც ჩემს და ჩემი ოჯახის წევრების ქონებას შეეხება, თვალსაჩინოა.

მე ვიცი მოთხოვნა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ასეთი მექანიზმი არსებობდეს და არა, რომ კონკრეტული მოსამართლეები წარდგნენ თავიანთი განსასჯელების წინაშე და ანგარიში ჩააბარონ", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება