სანდრო რაქვიაშვილი - მამუკა ხაზარაძის ფულზე მიდის ახლა ნადირობა - ჯერ ნიკა გვარამიამ სცადა მისი ფული მოეპოვებინა, ახლა გიორგი გახარია ცდილობს

კეზერაშვილი გასაგებია, “ნაცებს” აფინანსებს და მამუკა ხაზარაძის ფულზე მიდის ახლა ნადირობა - ჯერ ნიკა გვარამიამ სცადა ეს ფული მოეპოვებინა, ახლა გიორგი გახარია ცდილობს, - ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “ყველას თავისი ტაქტიკა აქვს: მამუკა ხაზარაძეს ზოგი კომპლიმენტებს ეუბნება, ზოგი კი გადარჩენას სთავაზობს, მაგრამ მთავარი მიზანია, რომ მისი ფულის სჭირდებათ.”

“მოგეხსენებათ, ოპოზიციურ ფლანგზე სულ ორ ადამიანს აქვს ფული - კეზერაშვილს და ხაზარაძეს. კეზერაშვილი გასაგებია, “ნაცებს” აფინანსებს და მამუკა ხაზარაძის ფულზე მიდის ახლა ნადირობა. ჯერ ნიკა გვარამიამ სცადა, ეს ფული მოეპოვებინა, ახლა გიორგი გახარია ცდილობს. საბოლოო ჯამში, ყველას თავისი ტაქტიკა აქვს: ზოგი კომპლიმენტებს ეუბნება, ზოგი გადარჩენას სთავაზობს, მაგრამ მთავარი მიზანია, რომ ხაზარაძის ფულის სჭირდებათ და გასაგებია, რომ წინასაარჩევნოდ პარტიებისთვის ფული “მნიშვნელოვანია. არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ისე უნდა გავიგოთ, როგორც ნათქვამია. უბრალოდ, გახარიამ ვერ თქვა, რომ “ფული გვინდაო”.

გახარიას თვითონ აქვს საკრებულოში შეკრული კოალიცია და არა მგონია, რომ მას რაიმე განსაკუთრებული გამოცდილება აქვს “განაცებისგან” გადარჩენის, მაგრამ საბოლოო ჯამში, მგონია, რომ ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული კოალიცია”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ ბევრს იმუშავებს, იმისთვის, რომ პარტია “ლელო” “განაცებისგან” გადაარჩინოს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება