სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი“ დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი“ დასრულდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სასერტიფიკატო კურსის პირველ სეზონზე მონაწილეობა საქართველოს 40-მა მოქალაქემ მიიღო.

სუს-ის ინფორმაციით, კურსის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ შენგელი ფიცხელაურმა მსმენელებს სერტიფიკატები გადასცა და მათ წარმატება უსურვა.

„პროექტის მონაწილეებს ერთი თვის განმავლობაში უშუალო კომუნიკაცია ჰქონდათ უსაფრთხოების სფეროს პირველ პირებთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან. შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელმა პირებმა მსმენელებს გააცნეს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურების სპეციფიკა, კონტრტერორისტული ცენტრის საქმიანობა, ოკუპაცია და მასთან დაკავშირებული საფრთხეები, კორუფციული დანაშაულის პრევენციის მეთოდები, ასევე, უსაფრთხოების სხვა არაერთი მნიშვნელოვანი თემა და მათთან მიმართებით ქვეყნის პოლიტიკა. გარდა ამისა, მონაწილეებმა შეისწავლეს კომუნიკაციის ფსიქოლოგია და გაიარეს სიმულაციური სწავლებები: საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირება, პირველადი სამედიცინო დახმარება და ცეცხლსასროლი იარაღის უსაფრთხოდ გამოყენების წესები.

უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის პროექტია. მისი მიზანია, მსმენელებს გაუღრმაოს პატრიოტული სულისკვეთება და აუმაღლოს ცნობიერება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება