მოსკოვის სასამართლომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელსა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თავმჯდომარეს, ვალენტინ ნალივაიჩენკოს და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ალექსანდრე ლიტვინენკოს ომის დანაშაულების საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, - ინფორმაციას რუსული მედია სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სასამართლომ განიხილა გამოძიების შუამდგომლობა და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 356 მუხლით (ომის აკრძალული საშუალებებისა და მეთოდების გამოყენება) ბრალდებული ალექსანდრე ლიტვინენკო და ვალენტინ ნალივაიჩენკოს წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აირჩია“, - აცხადებენ სასამართლოში.

მათი განმარტებით, გადაწყვეტილება ძალაში შევა ბრალდებულების რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის, ან რუსეთის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსანდრე ლიტვინენკოსა და ვალენტინ ნალივაიჩენკოზე რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს