გაერო - ომის შედეგად დაგროვილი 40 მილიონი ტონა ნანგრევებისგან ღაზის სექტორის გაწმენდას 100-ზე მეტი სატვირთო მანქანით 15 წელი დასჭირდება

ომის შედეგად დაგროვილი 40 მილიონი ტონა ნანგრევებისგან ღაზის სექტორის გაწმენდას ასზე მეტი სატვირთო მანქანით 15 წელი დასჭირდება, - ამის შესახებ გაერო-ს შეფასებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის შეფასებით, ღაზის ნანგრევებიდან გაწმენდის ოპერაცია 500-600 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება.

ამასთან, გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ ივნისში გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, ღაზაში, ომის შედეგად, 137 297 შენობა დაზიანდა, რაც საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია. აქედან მეოთხედზე მეტი განადგურდა, დაახლოებით მეათედი ძლიერ დაზიანდა და მესამედი საშუალო დონეზე დაზიანდა.

ორგანიზაციის შეფასებით, მასიური ნაგავსაყრელისთვის 250-დან 500 ჰექტრამდე ტერიტორიაა საჭირო, რაც დამოკიდებულია იმაზე, რა რაოდენობის გადამუშავება იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ომი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც „ჰამასმა“ ოქტომბერში სამხრეთ ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, რასაც 1200 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა, ემსხვერპლა 250 კი გაიტაცეს. პალესტინელი ოფიციალური პირების თქმით, ღაზის სექტორში ისრაელის შეტევის შედეგად 38 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება