უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024“ დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024“ საჩვენებელი სწავლებით დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წვრთნები მიზნად საგანგებო მდგომარეობისა და კრიზისული სიტუაციების დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწასა და გაღრმავებას ისახავდა.

„საჩვენებელი სწავლება დივერსიული მოქმედებების აღკვეთასა და შესაბამისი მხარდამჭერი მოქმედებების განხორციელებას ითვალისწინებდა.

„პარტნიორი 2024“-ში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სწავლებაში ჩართულები იყვნენ სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. უწყებათაშორისი სწავლების მხარდაჭერას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებდნენ. სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით პოლონეთის ტერიტორიული თავდაცვის ძალებისა და ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალების, ასევე, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სწავლება ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში კრიზისულ სიტუაციებში რეალურთან მიახლოებული სცენარის მიხედვით მიმდინარეობდა. საჩვენებელი სწავლება სიმულაციური სცენარის მიხედვით ხანძარზე და წყალდიდობაზე რეაგირების ოპერაციებს მოიცავდა.

უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024“-ის დახურვის ცერემონიას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ასევე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება