საქართველოს ფოსტის საფოსტო მარკა „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი“ ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე გაიყიდება

საქართველოს ფოსტის მიერ გამოცემული საფოსტო მარკა „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი“ ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე გაიყიდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 ივლისს, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ეწვია ენგურჰესს, სადაც მას უმასპინძლა ატრაქციის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ. ატრაქციის დათვალიერების შემდეგ, ლევან ჩიკვაიძემ, სიმბოლური საჩუქარი, საფოსტო მარკა, გადასცა მასპინძელ მხარეს.

„მოგახსენებთ, რომ საფოსტო მარკა ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით და ახლა უკვე ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე. მარკის ავტორია გიორგი მამულაშვილი, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 50.000 ერთეული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება