საქართველოდან მოცვის ექსპორტმა 26 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 4.5 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 26.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.6 ათასი ტონით (56%-ით), ხოლო ღირებულება - 9.1 მლნ აშშ დოლარით (53%-ით) გაიზარდა.

„მოცვი, ძირითადად, ექსპორტირებულია: რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სომხეთში, ნიდერლანდებში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ლურჯი მოცვის ახალი ბაღების გაშენებას. სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 53.5 მლნ ლარის თანადაფინანსებით, 2.836 ჰა ფართობი მოცვის ბაღებია გაშენებული.

მიმდინარე წლის მოცვის ექსპორტის ღირებულება 2023 წლის ექსპორტის ჯამურ მაჩვენებელს უკვე 5.6 მლნ აშშ დოლარით აღემატება. რაც შეეხება ექსპორტის რაოდენობას - 2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 3.4 ათას ტონა მოცვი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი