ლატვიაში ბელარუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლა იკრძალება

ბელარუსში გაცემული სარეგისტრაციო ნომრის მქონე მსუბუქი ავტომობილები ხვალიდან, 16 ივლისიდან, ლატვიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ, - ინფორმაციას ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების თანახმად, ევროკავშირში ბელარუსიდან აკრძალულია ისეთი საქონლის იმპორტი, რომლის რომლის გაყიდვა ხელს შეუწყობს მინსკის შემოსავლების დივერსიფიკაციას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ასეთი საქონლის ჩამონათვალში სამგზავრო ავტომობილებიცაა.

„ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დაცვის უზრუნველსაყოფად, 2024 წლის 16 ივლისიდან პირებს ეკრძალებათ ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბელარუსის რესპუბლიკაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებით შესვლა“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც განკუთვნილია დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების, მათ შორის დელეგაციების, საელჩოებისა და მისიების მოგზაურობის დროს გამოსაყენებლად.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება