გიორგი ამილახვარი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფრასტრუქტურასა და დაცულ ხელნაწერებს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია, სადაც ადგილზე არსებულ უნიკალურ ხელნაწერებს, ცენტრის ინფრასტრუქტურასა და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით პროცესს გაეცნო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზი, მემორიალური მუზეუმ-კაბინეტების საგამოფენო სივრცე, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტებისა და უცხოური ხელნაწერების საცავები და იქ დაცული მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერა.

„აღსანიშნავია, რომ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში შემონახულია როგორც საეკლესიო, ასევე საერო შინაარსის უნიკალური ხელნაწერები.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 1958 წლის 30 ივნისს პროფესორ ილია აბულაძის ინიციატივით დაარსდა. იგი უძველესი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია საქართველოში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს