ეკატერინე მიქაბაძე სსფ-სა და მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ სსფ-ის და მსოფლიო ბანკის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფში შემავალი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებისა და ფინანსთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „ზრდის შესაძლებლობები ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მეშვეობით“ მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პანელის მთავარი სადისკუსიო თემა იყო თუ როგორ შეიძლება ინოვაციამ და ხელოვნურმა ინტელექტმა გაზარდოს პროდუქტიულობა და გააჩინოს ახალი შესაძლებლობები ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის.

ეკატერინე მიქაბაძემ თავის გამოსვლაში ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების პირობებში შესაძლებელია დღეს არსებული ეკონომიკის ტრანსფორმაცია, რაც ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასთან ერთად ახალ გამოწვევებსაც ქმნის.

„ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების გამოყენებამ, რომელსაც მხარს უჭერს სტრატეგიული პოლიტიკა, შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს პროდუქტიულობა და შექმნას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები. რუტინული ამოცანების ავტომატიზაციით, მონაცემთა ბაზებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებითა და ახალი ბიზნეს მოდელების ხელშეწყობით, ხელოვნური ინტელექტი ზრდის ეფექტურობას და ინოვაციებს ინდუსტრიებში. ინკლუზიური ზრდის სტრატეგიები, ციფრული ინკლუზიურობა, სამუშაო ძალის განვითარება და ეთიკური გამოყენების პრინციპები აუცილებელია იმისათვის, რომ AI-ის გამოყენებით მიღებულმა სარგებელმა მიიღოს საყოველთაო ხასიათი. ერთობლივი ძალისხმევისა და გააზრებული პოლიტიკის რეფორმების მეშვეობით, საზოგადოებას შეუძლია ააშენოს მრავალმხრივ განვითარებული და პერსპექტიული მომავალი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

სებ-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსებობს არაერთი გამოწვევა და სწორედ ამიტომ მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, ეკატერინე მიქაბაძის მოსაზრებით, უმნიშვნელოვანესია. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხელოვნური ინტელექტის მიერ კონფიდენციალურობის სტანდარტების მკაცრ დაცვას მოითხოვს.

„ასევე გასათვალისწინებელია, მოდელისა და საოპერაციო რისკების ახალი ტიპები, რომლებიც რეგულატორისგან რისკის მართვის ახალ მკაფიო ჩარჩოებს აწესებს. მით უფრო, ბოლო პერიოდში სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან გაზრდილია ინვესტიციები ხელოვნური ინტელექტის კვლევებსა და განვითარებაზე. ისინი საკმაო დროს უთმობენ AI-ზე დაფუძნებული ახალი ბიზნეს მოდელების შემუშავებასა და საკუთარ ორგანიზაციებში ავტომატიზაციის ზრდას. ვიცე-პრეზიდენტმა პანელის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ინიცირებულ პროექტებზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება