გამოკითხვის შედეგებით, უკრაინელების 44% რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა, თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობა ვლადიმერ პუტინის „სამშვიდობო“ პირობებს არ ეთანხმება

უკრაინელების 44%-ს მიაჩნია, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების დრო დადგა,გამოკითხულთა 35% -წინააღმდეგია, 21%-ს - პასუხის გაცემა უჭირს, - აღნიშნული მონაცემები „რაზუმკოვის ცენტრმა“ გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობის 49%-ი მშვიდად მიიღებს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციასთან ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. უკრაინის დასავლეთ ნაწილში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია და მხოლოდ 35%-ს შეადგენს. ქვეყნის აღმოსავლეთში მოლაპარაკებების დაწყება გამოკითხულთა მხოლოდ 33%-ს სურს.

კითხვაზე, უნდა გაუქმდეს თუ არა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 2022 წლის ოქტომბრის ბრძანება, რომლის თანახმადაც ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები შეუძლებელია, კვლევის მონაწილეთა 32%-მა დადებითად უპასუხა. 37%-ს მიაჩნია, რომ ეს დადგენილება, შესაძლოა, ძალაში დარჩეს.

ამავდროულად, უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არ უნდა დაეთანხმოს ვლადიმერ პუტინის მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო“ პირობებს. გამოკითხულთა 83%-მა განაცხადა, რომ არ დაეთანხმება უკრაინის ჯარების გაყვანას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიებიდან. გამოკითხულთა 77%-ი ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა საერთაშორისო სანქციის მოხსნას, გამოკითხულთა 58.5%-ი არ ეთანხმება უკრაინის კონსტიტუციაში ნეიტრალური და არაბირთვული ქვეყნის სტატუსის დამატებას. 22%-ი კი მზადაა ასეთი ნაბიჯისთვის.

უკრაინელების უმრავლესობა, 76%-ი, დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის მშვიდობა მხოლოდ საკუთარი პირობებითაა დასაშვები. 47%-ს მიაჩნია, რომ პუტინი "მზადაა ვაჭრობისთვის", რადგან ომი რუსეთის ეკონომიკას ძალიან ძვირი უჯდება.

„რაზუმკოვის ცენტრმა“ გამოკითხვა უკრაინული გამოცემის, ZN.UA-ს (“კვირის სარკე”) დაკვეთით ჩაატარა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს