აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს გააცნეს უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები, პროექტები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ადგილზე გაეცნენ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს, მოისმინეს მათ წინაშე არსებული გამოწვევები და მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს განახორციელებს.

„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებთან შეხვედრების შედეგად და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მონაწილეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, რიგი კრიტიკული საკითხების მოგვარება უკვე შევძელით და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის, ადგილობრივი ხელისუფლების მზაობითა და აქტიური ჩართულობით, მიმდინარე წლის ბოლოს კიდევ უფრო უკეთესი შედეგები გვექნება”, - აცხადებს დავით ფაცაცია.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!