პროფესიული უნარების სააგენტომ, ყოველწლიური ღონისძიება „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024“ გამართა

პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროექტის (UNDP) მხარდაჭერით, ღონისძიება - „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024“ გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოველწლიური ღონისძიების მიზანს წარმოადგენს რეგიონულ დონეზე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა, მათი სამომავლო თანამშრომლობის განვითარება და წახალისება

„აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას წინა წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობის გამარჯვებულმა, შუახევის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიება გახსნეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე წულაძემ, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ირინე მარგიშვილმა, აჭარის განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს რეგიონულ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ და ქედას მუნიციპალიტეტის მერმა, რონალდ ბერიძემ.

პროექტის ფარგლებში წელს 8 განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები გამოვლინდა:

პირველი ადგილი მოიპოვა სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობამ პროექტით - „ინოვატორთა კლუბი-ციფრული კომპეტენციების განვითარება“.

მეორე ადგილი მოიპოვა სსიპ - კოლეჯი „მოდუსისა“ და მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობამ - პროექტით „პროფესიული განათლების საუკეთესო მხარდამჭერი“.

მესამე ადგილი მოიპოვა სსიპ - კოლეჯ „იბერიისა“ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობამ პროექტით - „SkillUp რეგიონული ინიციატივა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება