ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ, მე ამის არ მეშინია

თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ, მე ამის არ მეშინია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, უკრაინელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„რაც შეეხება ომის დასრულებას, როგორია პოტენციური პრეზიდენტის, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ხედვა: ჩემთვის ზოგადად გასაგებია. ვფიქრობ თუ ბატონი დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ. მე ამის არ მეშინია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „რესპუბლიკელებს“ შორის განსხვავებული პოზიციები არსებობს, მათ შორის „უფრო მემარჯვენე, რადიკალური“.

„მაგრამ, „რესპუბლიკურ პარტიაში“ უმრავლესობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარს უჭერს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება