მეთიუ მილერი ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - პრეზიდენტმა ამერიკულ საზოგადოებას სთხოვა, სპეკულაციისგან თავი შეეკავებინათ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი

პრეზიდენტმა ამერიკულ საზოგადოებას სთხოვა, სპეკულაციისგან თავი შეეკავებინათ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მეთიუ მილერი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარს გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის“.

„არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ გამოძიების შესახებ ისაუბრეს, იმის შესახებ რაც იციან და რაც არ იციან. როგორც მე მესმის, ისინი ამ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას იქამდე გააგრძელებენ, სანამ გაგრძელდება. ისევე, როგორც პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას სთხოვა ამერიკულ საზოგადოებას თავი შეეკავებინათ სპეკულაციისგან, არ გაეკეთებინათ უპასუხისმგებლო განცხადებები, ფაქტების გაგებამდე. ვფიქრობ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

მეთიუ მილერი კრემლის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ მის ირგვლივ შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია“.

„ეს კრემლის მხრიდან წარმოუდგენლად უპასუხისმგებლო კომენტარებია, უპასუხისმგებლო კომენტარების სერიის ნაწილია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და, რა თქმა უნდა, ისინი სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა და ამ კონტექსტში „გლობალური ომის პარტია“ ახსენა.

კერძოდ, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა: „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება