ჯო ბაიდენი - მოხუცი ვარ, მაგრამ მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ ტრამპზე - მესმის ხალხის: „ღმერთო, ის 81 წლისაა! როგორი იქნება, როცა 83-ის ან 84 წლის იქნება?“ - ეს ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ გონებამახვილობის კუთხით კარგ მდგომარეობაში ვარ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას არ აპირებს.

ბაიდენმა განაცხადა, რომ კომენტარები მისი ასაკის შესახებ ლეგიტიმურია, მაგრამ აღნიშნა, რომ ის მხოლოდ სამი წლით უფროსია კონკურენტ დონალდ ტრამპზე.

„მოხუცი ვარ, მაგრამ მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ ტრამპზე - ეს ერთი და მეორე, ჩემი გონებრივი სიმახვილე საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. სამნახევარი წლის განმავლობაში იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე ნებისმიერმა პრეზიდენტმა ხანგრძლივი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მესმის, მესმის, რატომ ამბობს ხალხი: “ღმერთო, ის 81 წლისაა. უფ! როგორი იქნება ის, როცა 83 წლის იქნება, ან 84 წლის?” - ეს ლეგიტიმური კითხვაა“, - აღნიშნა ბაიდენმა.

კითხვაზე, ვისთან გადის კონსულტაციებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არჩევნებში დარჩენა ან არჩევნებისგან გამოთიშვა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „საკუთარ თავთან. მე ამას დიდი ხანია ვაკეთებ."

ამასთან, ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპთან არ წააგებს.

„ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა მჭიდრო რბოლა იმ მომენტიდან, როდესაც მან გამოაცხადა, რომ კენჭს იყრიდა. გამოკითხვის მონაცემები ბევრ განსხვავებულ რამეს აჩვენებს, მაგრამ ჩვენ შორის დიდი განსხვავება არ არის. ეს არსებითად მჭიდრო რბოლაა“, - აღნიშნა ბაიდენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება