რუსული მხარის ინფორმაციით, კიევმა რუსეთის ტერიტორიას 13 დრონით შეუტია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა რუსეთის ოლქებში ღამის განმავლობაში 13 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 9 დრონი, როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

„წუხელ, როდესაც კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმა სცადა, საჰაერო თავდაცვამ როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი - ბელგოროდის ოლქში ჩამოაგდეს, ერთი - კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი - ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი - შავი ზღვის თავზე, ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება