ვასო ურუშაძე - 12 წელია, თბილისს არც ერთი მეტროსადგური არ შემატებია, „ვარკეთილის“, „გურამიშვილის“, „ავლაბრის“, „გოცირიძის“ მეტროსადგურების რეაბილიტაცია დღემდე დაუსრულებელია - მივმართავ თბილისის მერს, როგორ აპირებს პარტნიორების მიერ გამოყოფილი თანხების ათვისებას?

12 წელია, თბილისს არც ერთი მეტროსადგური არ შემატებია, „ვარკეთილის“, „გურამიშვილის“, „ავლაბრის“, „გოცირიძის“ მეტროსადგურების რეაბილიტაცია დღემდე დაუსრულებელია - მივმართავ თბილისის მერს, როგორ აპირებს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი თანხების ათვისებას? - ამის შესახებ „ერთიანობის“ ლიდერმა, ვასო ურუშაძემ მეტროსადგურ „ავლაბართან“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს განვითარება წარმოუდგენელია იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება მთავარი სტრატეგიულ პარტნიორებს ესხმის თავს.

„მინდა, მივმართო თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომელიც გამოირჩევა ანტიდასავლური განცხადებებით, რომელიც თავს ესხმის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. მე მინდა მას ვკითხო, როგორ აპირებს ის თბილისის მეტროს რეაბილიტაციას? როგორ აპირებს ის აითვისოს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების, ამ შემთხვევაში „იბიარდის“ მიერ გამოყოფილი თანხები, რომლის 200 მილიონი უნდა მოხმარდეს თბილისში 12 მეტროს სადგურის რეაბილიტაციას, 36 ესკალატორის განახლებას? როგორ უნდა აითვისოს მან 600 მილიონი, რომელიც გამოყოფილია მეტროპოლიტენის ვაგონების განახლებისთვის?

თბილისის, საქართველოს განვითარება წარმოუდგენელია იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება თავს ესხმის მთავარი სტრატეგიულ პარტნიორებს. ეს არჩევნებში არ არის მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები, ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არჩევნები, რომელიც გადაარჩენს საქართველოს. ჩვენ 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ერთობით, ერთიანობით და ის რაც „ოცნებამ“ გააფუჭა ერთიანობით აუცილებლად ავაშენებთ”, - განაცხადა ურუშაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის