მთავრობის შემუშავებული პროგრამით 3 ათასზე მეტ კურსდამთავრებულს საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობა მიეცემა

საქართველოს მთავრობამ კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა შეიმუშავა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის დეტალები, საკონკურსო პირობები, ვადები და შერჩევის კრიტერიუმები პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განიხილა.

„მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მკაფიო საკონკურსო კრიტერიუმების განსაზღვრის აუცილებლობას, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, ახალგაზრდებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება ექნებათ.

პროექტის დეტალებზე პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება, რის შემდეგაც კონკურსი გამოცხადდება. პროგრამა 3 ათასზე მეტ კურსდამთავრებულს საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს