საქართველოში გასულ წელს უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა, რომელთაგან 89 მოიძებნა, მათ შორის 16 გარდაცვლილია ნაპოვნი - 60 პირი კვლავ დაკარგულად ითვლება

საქართველოში გასულ წელს უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა, რომელთაგან 89 მოიძებნა, მათ შორის 16 გარდაცვლილია ნაპოვნი - 60 პირი კვლავ დაკარგულად ითვლება.

2023 წელს დაკარგულ პირთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი - 54, მოიძებნა 35; ქვემო ქართლი - 6, მოიძებნა 4; კახეთი - 21, მოიძებნა 17; შიდა ქართლი 7, მოიძებნა 1; სამცხე-ჯავახეთი 2, მოიძებნა 2; გურია - 5, მოიძებნა 3; მცხეთა-მთიანეთი 6, მოიძებნა 1; იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 20, მოიძებნა 4; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 24, მოიძებნა 21; აჭარა - 4, მოიძებნა 1; აფხაზეთი 0.

2023 წელს დაკარგულთა შორის ყველაზე მეტი 65 ადამიანი (მოიძებნა 35; 10 გარდაცვლილი) 25-45 წლის ასაკობრივ კატეგორიაშია; 18 წლამდე - 17 პირი (მოიძებნა 11; 0 გარდაცვლილი); 18-24 წელი - 13 (მოიძებნა 9; 1 გარდაცვლილი); 45-60 წელი - 35 (მოიძებნა 14; 1 გარდაცვლილი); 60 წელზე მეტი ასაკის - 19 (მოიძებნა 4; 4 გარდაცვლილი);

გასულ წელს დაკარგულ მოქალაქეებს შორის 135 პირი საქართველოს მოქალაქეა (81 მოიძებნა, 15 გარდაცვლილია), 14 კი უცხო ქვეყნის - (8 მოიძებნა, 1 გარდაცვლილია).

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს ასევე იპოვეს 46 პირი, რომელიც გასულ, 1973-2022 წლებში იყო დაკარგული.

რაც შეეხება ჯამურ მონაცემებს 1973 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - ამ პერიოდში საქართველოში სულ 6571 ადამიანი დაიკარგა. ამავე პერიოდში მათგან მოიძებნა 5549, მოსაძებნი კი დარჩა 1022 ადამიანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს