რუსებმა კიევი და ხერსონი დაბომბეს, დაზიანდა ბიზნეს ცენტრი და სავაჭრო ობიექტები

უკრაინის თავდაცვამ წუხელ რუსული ძალების მიერ კიევის ტერიტორიისკენ გაშვებული Shahed-ის დრონები ჩამოაგდო, ნამსხვრევები კერძო ეზოში დაეცა, დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მტერმა ღამით ჩვენს ოლქს დრონებით შეუტია. საჰაერო განგაში ორჯერ გამოცხადდა და თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობდნენ. დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნა 2 რაიონში დაფიქსირდა“, - განაცხადა კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რუსლან კრავჩენკომ.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები არ დაზიანებულა და არავინ დაშავებულა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხერსონის ერთ-ერთი ბაზარი დაბომბეს, რის შედეგადაც დაზიანებები დაფიქსირდა, მაგრამ სამოქალაქო პირები არ დაშავებულან.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე პროკუდინის ინფორმაციით, რუსების თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრი და სავაჭრო ობიექტები დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს