ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს

ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს, რომელმაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილზე წვდომა მოიპოვა.

Bild-ის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „სამშვიდობო ტურის“ შემდეგ, უკრაინის, რუსეთის, ჩინეთის, თურქეთის ლიდერებთან და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს „მოკლე შეფასების“ სახით წერილი მისწერა და თან „განსახილველად რამდენიმე წინადადება“ დაურთო.

წერილში ვიქტორ ორბანი შარლ მიშელს „მშვიდობის კონფერენციის“ შესახებ ჩინეთთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ და გლობალური სამხრეთის ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთანაც „უკრაინაში ომის მიმართ ჩვენი პოზიციის გამო პატივისცემა დავკარგეთ“ „პოლიტიკური თავდასხმის“ დაწყებისკენ მოუწოდებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ უკრაინაში „სამხედრო კონფლიქტის ინტენსივობა უახლოეს მომავალში რადიკალურად გაიზრდება“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს