პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„15 ივლისს საქართველოს პრეზიდენტს წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, 2024 წლის 18 ივლისის 12:00 საათიდან პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ.

პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი

საქართველოს პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატურების შერჩევის პროცესი წარმართა შეუფერხებლად და გამჭვირვალედ და 2024 წლის 24 მაისს საქართველოს პარლამენტს წარუდგინა დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული მაღალი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატი, თუმცა ამ დრომდე პარლამენტში არცერთ დონეზე არ დაწყებულა წარდგენილი კანდიდატურის განხილვა.

სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის ეტაპზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად მიმართა საქართველოს პარლამენტს შესარჩევი კომისიის მუშაობაზე დაკვირვების მიზნით პარლამენტის წარმომადგენლის ჩართულობის შესახებ. პარლამენტმა აღნიშნული შეთავაზება არ მიიღო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება